მარნეულში, სოფელ აღმამედლოში ადგილობრივმა მცხოვრებმა მიწის დამუშავების დროს სამარხი აღმოაჩინა [ფოტო]
მარნეულში, სოფელ აღმამედლოში ადგილობრივმა მცხოვრებმა მიწის დამუშავების დროს სამარხი აღმოაჩინა [ფოტო]

მარნეულში, სოფელ აღმამედლოში ადგილობრივმა მცხოვრებმა მიწის დამუშავების დროს სამარხი აღმოაჩინა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იტყობინება, ადგილზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებიან და სამარხის ზედაპირული დათვალიერება მიმდინარეობს.

სპეციალისტების განცხადებით, სამარხი დამზადებულია ქვაყუთისგან (სამარხი, რომელიც აგებულია ქვის ფილებისგან) და სავარაუდოდ შუა საუკუნეების არის.

უახლოესი დღეებში აღნიშნულ მონაკვეთზე მიწის სამუშაოები დროებით შეჩერდება. არქეოლოგები სამარხს გახსნიან და მისი შესწავლა დაიწყება.