მარნეულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ძებნილი პირი დააკავეს

10:19, 02.12.2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სხვადასხვა დანაშაულისთვის ძებნილი პირი – 1993 წელს დაბადებული რ.ი. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, მსჯავრდებული საქართველოში ჩადენილი სხვადასხვა დანაშაულისთვის 2025 წლის ნოემბრიდან მარნეულის რაიონული სასამართლოს განჩინების საფუძველზე იძებნებოდა.

პოლიციამ რ.ი. მარნეულში დააკავა. დაკავებული პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.

მსგავსი