მარნეულში სასმელი წყლის ქსელის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი ხორციელდება
მარნეულში სასმელი წყლის ქსელის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი ხორციელდება

მარნეულის მუნიციპალიტეტში, სასმელი წყლის ახალი ქსელის მოწყობის მიზნით, ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება;

მარნეულის მერიის ინფორმაციით, პროექტის დასრულების შემდეგ, მუნიციპალიტეტის სამი დიდი ადმინისტრაციული ერთეულის – ალგეთის, ქუთლიარისა და კაპანახჩის 8 სოფელი, ჯამში კი 19 107 ბენეფიციარი, ხარისხიანი სასმელი წყლით, შეუფერხებლად მომარაგება;

მათივე ინფორმაციით, სამუშაოები ადგილზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ჩართულობით მიღებული რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს.

პროექტი, ერთობლივად, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 677 520 ლარს შეადგენს.

სასმელი წყლის ქსელის მშენებლობის პროცესს ადგილზე, რეგიონისა და მუნიციპალიტეტის პირველი პირები გაეცნენ.