მარნეულში საშობაო ალილო მოეწყო [ფოტო]
მარნეულში საშობაო ალილო მოეწყო [ფოტო]

მარნეულში დღეს საშობაო ალილო მოეწყო. ქალაქში ალილოს ტრადიცია უკვე ხუთი წელია აღდგა.

ალილოს მონაწილეები მარნეულში, დავით აღმაშენებლის საკათედრო ტაძართან შეიკრიბნენ და მსვლელობა მოაწყვეს.

თეატრალიზებულ მსვლელობას მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი მეუფე გიორგი მიუძღოდნენ. ადგილობრივების შემოწირულობები და საშობაო ნობათი ურმებზე შეგროვდა. მსვლელობაში მონაწილეობა მიიღო აზერბაიჯანულენოვანმა მოსახლეობამაც, ასევე, მარნეულის ცენტრში შესრულდა საგალობლები, საიდანაც ალილოს მონაწილეებმა კულტურის ცენტრში გადაინაცვლეს.

შეგროვილი ნობათი სოციალურად დაუცველ მოსახლეობას დაურიგდება.

ფოტო: ზაზა ბარამიძე