მარნეულში საკუთარი არჩევანი უკვე 22 553-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა
მარნეულში საკუთარი არჩევანი უკვე 22 553-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა

მარნეულში 22 553-მა ამომრჩეველმა ხმა უკვე მისცა, რაც მთლიანად ოლქში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 22.62 პროცენტია.

მარნეულის საარჩევნო ოლქში სულ რეგისტრირებულია 99 717 ამომრჩეველი.

საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის 17 საჩივარია შესული, რომლებიც ძირითადად, პროცედურულ დარღვევებს ეხება. ამასთან, ოლქში დილიდან რამდენიმე მცირე ინციდენტიც დაფიქსირდა.

დღეს ხუთ მუნიციპალიტეტში მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება – მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ხულოსა და ზუგდიდში.  მერების რიგგარეშე არჩევნების პარალელურად, საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს რვა მუნიციპალიტეტში. თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ საგარეჯოში, ადიგენში, ახმეტაში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ტყიბულში, წყალტუბოსა და ოზურგეთში. ასევე, დღეს მთაწმინდის ნომერ პირველ საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები ტარდება.