მარნეულში საკუთარი არჩევანი 35 700-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც საერთო ამომრჩეველთა 35,8 პროცენტს შეადგენს
მარნეულში საკუთარი არჩევანი 35 700-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც საერთო ამომრჩეველთა 35,8 პროცენტს შეადგენს

მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქში საკუთარი არჩევანი 35 700-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც საერთო ამომრჩეველთა 35,8 პროცენტს შეადგენს. ამ წუთებში მიმდინარეობს ბიულეტენების დათვლის პროცესი.

მარნეულის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის განცხადებით, ოლქში საერთო ჯამში 22 საჩივარი შევიდა. საჩივრების უმრავლესობა ტექნიკური დარღვევის ხასიათისაა.

„ისეთი დარღვევა არ დაფიქსირებულა და ისეთ დარღვევაზე საჩივარი არ შემოსულა, რომ ამან არჩევნების საბოლოო შედეგზე გავლენა იქონიოს. არჩევნების მიმდინარეობდა გამჭვირვალედ, სამართლიანად და დემოკრატიულად”, – განაცხადა მარნეულის საოლქო კომისიის თავმჯდომარემ, იაკობ ასანიძემ.

მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქში 90-ვე უბანზე კენჭისყრა 20:00 საათზე დასრულდა და უბნები დაიხურა.