მარნეულში, სადაც 91 საარჩევნო უბანია გახსნილი, ხმის მიცემის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს
მარნეულში, სადაც 91 საარჩევნო უბანია გახსნილი, ხმის მიცემის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს

მარნეულში, სადაც 91 საარჩევნო უბანია გახსნილი, ხმის მიცემის პროცესი შეუფერხებლად და მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამის შესახებ მარნეულის 22-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ანა ილურიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საარჩევნო უბნებზე დაცულია კოვიდრეგულაციები.

„საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს მარნეულის 22-ე საოლქო კომისიაში და ყველა საარჩევნო უბანზე. გახსნილია 91 უბანი, უკვე ბევრმა უბანმა დაიწყო კენჭისყრის პროცედურაც და მიიღეს პირველი ამომრჩეველიც. კოვიდრეგულაციები დაცულია როგორც ოლქში, ასევე ყველა საარჩევნო უბანზე, ასევე ყველა პირი აღჭურვილია საჭირო და აუცილებელი ინვენტარით. შესაბამისად, მაქსიმალურად ვცდილობთ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ერთმანეთის ჯანმრთელობას“, – განაცხადა მარნეულის 22-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ანა ილურიძემ.

მისივე თქმით, მარნეულში არის 100 086 ამომრჩეველი, ერთი კოვიდუბანი, სპეციალურ სიაში არის 49 ამომრჩეველი, რომლებისთვისაც გამოყოფილია ერთი გადასატანი ყუთი.

ილურიძის განცხადებით, საარჩევნო უბანზე არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა.

დატოვე კომენტარი