მარნეულში „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერი დააზიანეს
მარნეულში „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერი დააზიანეს

მარნეულში „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერი დააზიანეს.

მარნეულსა და გარდაბანში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაურ დარგალი მომხდარში ოპოზიციას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა.

მისივე თქმით, მსგავსი ქმედებები მიმართულია ერთი მხრივ, პარტიის წინააღმდეგ, მეორე მხრივ კი ქალაქის იერსახის დამახინჯებისკენ.

„როგორც ხედავთ, ოპოზიციური ძალების მხრიდან, პროვოკაციების გარდა, ვანდალურ ფაქტებსაც აქვს ადგილი. წუხელ ღამე დააზიანეს როგორც ჩვენი ბანერი, ისე კერძო საკუთრება. მსურს, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით ასეთი ფაქტები უამრავია. პლაკატები დაზიანებულია სოფლებშიც. პირდაპირი დავალებაა გაცემული თავიანთ აქტივისტებზე, რომ ქალაქსა და სოფლებში ჩვენი პლაკატები და ბანერები დააზიანონ. ამის მაგალითი გახლავთ წუხელ მომხდარი ვანდალური ფაქტი, რომელიც მიმართულია როგორც პარტიის წინააღმდეგ, ისე ქალაქის იერსახის დამახინჯებისკენ. ფაქტთან დაკავშირებით საქმეზე დაწყებულია გამოძიება“, – განაცხადა ზაურ დარგალმა.

დატოვე კომენტარი