მარნეულში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი ჩავიდა
მარნეულში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი ჩავიდა

მარნეულში, სადაც კარანტინი მოქმედებს, რეგიონული განვითარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, სოზარ სუბარი იმყოფება.

სუბარი მარნეულში ცოტა ხნის წინ ჩავიდა.

როგორც სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა, კომენტარს მარნეულიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში კარანტინისას საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავს და საგანგებო რეჟიმს უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, პროცესში ჩართულია საქართველოს თავდაცვის ძალებიც.