მარნეულში ოთხი ნარკორეალიზატორი დააკავეს, ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
მარნეულში ოთხი ნარკორეალიზატორი დააკავეს, ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მარნეულში დააკავეს ოთხი ნარკორეალიზატორი: 1964 წელს დაბადებული რ.ჩ და წარსულში ნასამართლევები – 1957 წელს დაბადებული ჯ.ნ, 1995 წელს დაბადებული გ.ნ. და 1977 წელს დაბადებული ა.ბ.

სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციას ახდენდნენ.

„დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო დაკავებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკები.
ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად, ასევე, ამოღებულია „ჰეროინის“, „კოდეინის“ და „მორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალებები.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას და გასაღებას გულისხმობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი