მარნეულში, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის აკადემიის სასწავლო კურსი დაიწყო
მარნეულში, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის აკადემიის სასწავლო კურსი დაიწყო

მარნეულში, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის განვითარებისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის აკადემიის სასწავლო კურსი დაიწყო.

სასწავლო კურსის მიზანი, რეგიონებში, ნატო-სა და ევროკავშირის ისტორიის, საქართველოს დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდაა.

„პროექტი გულისხმობს ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით კი ეთნიკური უმცირესობებისთვის ინფორმაციის მიწოდებას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძირითადი მიმართულებების შესახებ, ასევე ჩვენ ვისაუბრებთ, ზოგადად ნატო-ს, ევროკავშირის დაარსების ისტორიაზე და საქართველოს ამ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის არსებულ მექანიზმებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება ასევე მედიაწიგნიერებაზე, როგორც გამოწვევაზე და ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, რომელიც საქართველოსთვის არის მწვავე პრობლემა“, – განაცხადა ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა, თემურ სუყაშვილმა.

აკადემიის სასწავლო კურსი მარნეულის ახალგაზრდულ ცენტრში დაიწყო და მასში მონაწილეობის მიღება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ, 15 წლის ზემოთ ახალგაზრდებს შეეძლოთ.