მარნეულში მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო
მარნეულში მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

მარნეულში საახალწლო ღონისძიებები მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონიით დაიწყო.

მუნიციპალიტეტში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა საბავშვო გასართობი ღონისძიებები და ანიმატორების შოუ. სპეციალურად ამ დღისთვის მოეწყო საახალწლო სოფლის კუთხე სხვადასხვა თემატური სივრცით. გაიმართა საახალწლო გამოფენა-გაყიდვაც.

საზეიმო წარმოდგენას მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ და მოსახლეობას დამდეგი ახალი წელი მიულოცეს.

ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონიალზე მარნეულელი მაყურებლების წინაშე მუსიკალური პროგრამით თბილისის ბავშვთა კაპელა წარდგა.

ღონისძიებაზე მისულ პატარებს თოვლის პაპამ საახალწლო საჩუქრები დაურიგა.