მარნეულში მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
მარნეულში მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის მცდელობის ბრალდებით 1990 წელს დაბადებული ა.ი. დააკავა.

სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მარნეულის რაიონის სოფელ დიოკნისში მდებარე საძოვარზე სამი ძროხის მოპარვა სცადა, თუმცა, იგი პოლიციამ შემთხვევის ადგილზევე დააკავა. სამართალდამცველებმა პირუტყვი მეპატრონეს დაუბრუნეს.

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.