მარნეულში მოსახლეობის ნაწილი საგანგებო მდგომარეობას აპროტესტებს

21:15, 14.04.2020

მარნეულში მოსახლეობის ნაწილი საგანგებო მდგომარეობასა და მუნიციპალიტეტის ჩაკეტვას აპროტესტებს.

მოსახლეობის ნაწილი აივნებიდან და ფანჯრებიდან შეძახილებით მოითხოვს მარნეულის მუნიციპალიტეტის გახსნას.

ათამდე ადამიანი კომენდანტის საათის მიუხედავად, ქუჩაშია გამოსული. მოსახლეობას პოლიცია სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

მსგავსი