მარნეულში, მიხეილ ჯავახიშვილის ძეგლთან ღონისძიება „მიხეილ ჯავახიშვილი – შეწირული გენიოსი“ გაიმართება
მარნეულში, მიხეილ ჯავახიშვილის ძეგლთან ღონისძიება „მიხეილ ჯავახიშვილი – შეწირული გენიოსი“ გაიმართება

მარნეულში, 22 აგვისტოს მიხეილ ჯავახიშვილის ძეგლთან ღონისძიება სახელწოდებით „მიხეილ ჯავახიშვილი – შეწირული გენიოსი“ გაიმართება.

სკვერში შეკრებილ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიხსენონ მწერლის მოღვაწეობის ბოლო პერიოდი და მიხეილ ჯავახიშვილის ცხოვრების რეტროსპექტივა ნახონ, რომელსაც მუზეუმი ღია ცის ქვეშ გამოფენს.

დამთვალიერებელს ელოდება სოფელ წერაქვის მწერლის სახლ-მუზეუმში დაცული ექსპონატები და აუდიო-ვიზუალური მასალა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ადგილობრივი, ასევე მოწვეული სტუმრები. მონაწილეები წაიკითხავენ მცირე ამონარიდებს ჯავახიშვილის შემოქმედებიდან და ისაუბრებენ საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილ ფაქტებზე მწერლის ბიოგრაფიიდან.

ღონისძიებაზე გამოფენილი იქნება საინფორმაციო/შემეცნებითი ბანერებიც.