მარნეულში მდებარე მართლმადიდებლურ ეკლესიაში ბზობის დღესასწაული აღნიშნეს [ფოტო]
მარნეულში მდებარე მართლმადიდებლურ ეკლესიაში ბზობის დღესასწაული აღნიშნეს [ფოტო]

ბზობის დღესასწაული მარნეულშიც აღნიშნეს.

წირვა აღევლინა ქალაქ მარნეულში მდებარე მართლმადიდებლურ ეკლესიაში.

მორწმუნეები ეკლესიის ეზოში დისტანციით იყვნენ განლაგებულნი.

ტაძარში მხოლოდ სასულიერო პირები იმყოფებოდნენ, ჩატარდა ზიარებაც.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. სადღესასწაულო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში მიმდინარეობს.