მარნეულში კორონავირუსზე შვიდი პაციენტის ანალიზის პასუხი ხვალ გახდება ცნობილი
მარნეულის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში საეჭვო სიმპტომების მქონე შვიდი პაციენტი მკურნალობს. შვიდივეს ბიოლოგიური მასალა ექიმებმა უკვე აიღეს და ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნება.
როგორც ექიმებმა საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, ექვსი პაციენტის მდგომარეობა მსუბუქია, ერთ პაციენტს კი, სუნთქვის გაძნელება აქვს, თუმცა შვიდივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.
კორონავირუსზე ტესტების პასუხები ხვალ დღის პირველ ნახევარში გახდება ცნობილი.