მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკიდან გაგზავნილი ხუთივე პაციენტის ტესტის პასუხი უარყოფითია, მათ ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდათ, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკაში განუცხადეს.
ექიმების ინფორმაციით, ამ დროისთვის „ჯეო ჰოსპიტალსში“ საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტი არ იმყოფება.
ამასთან, მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში სულ ახალი კორონავირუსისგან 16 პირი გამოჯანმრთელდა.
უკვე მერვე დღეა, მუნიციპალიტეტში „კოვიდ-19“-ის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
მარნეული მკაცრ საკარანტინო ზონად 23 მარტს გამოცხადდა. მუნიციპალიტეტი 18 მაისს გაიხსნება.