მარნეულში იმამ ჰუსეინის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო ღონისძიება იმართება
მარნეულში იმამ ჰუსეინის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო ღონისძიება იმართება

დღეს მარნეულში იმამ ჰუსეინის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო აქცია იმართება.

ღონისძიება, რომელიც სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება, სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოსა და იმამ ალის საქველმოქმედო ფონდის ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა.

ღონისძიების ფარგლებში, მორწმუნეები გამვლელებს ტკბილეულს და ჩაის ურიგებენ.