მარნეულში, იმამ ამის სახელობის მეჩეთში მუსლიმები ყურბან-ბაირამს აღნიშნავენ
მარნეულში, იმამ ამის სახელობის მეჩეთში მუსლიმები ყურბან-ბაირამს აღნიშნავენ

მუსლიმები ყურბან-ბაირამს აღნიშნავენ. მარნეულში, იმამ ამის სახელობის მეჩეთში მორწმუნეები ლოცულობენ.

ყურბან-ბაირამი მუსლიმური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესსწაულია.

ყურბან-ბაირამი მარხვის თვის, რამაზანის დასრულებიდან 70-ე დღეს აღინიშნება და ბიბლიური აბრაამის (ყურანში იბრაჰიმის) მსხვერპლშეწირვის სიუჟეტს უკავშირდება. ამ დღეს, ალაჰისადმი სიყვარულის გამოხატვის ნიშნად, მსხვერპლშეწირვისთვის ერთი ან რამდენიმე მუსლიმი ოჯახი იკრიბება და პირუტყვს კლავს.

დღესასწაულზე დაკლული ცხოველის ხორცი სამად ნაწილდება და უნაწილდებათ შეჭირვებულებს, მეზობლებს, განურჩევლად რწმენისა და აღმსარებლობისა, მესამე ნაწილს კი ოჯახში იტოვებენ.

ყურბან-ბაირამის დღეებში მუსლიმები მოინახულებენ ნათესავებს, ეხმარებიან ავადმყოფებს.