მარნეულში გუშინ აღებული ოთხი ანალიზიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
მარნეულის მერის ზაურ დარგალის განცხადებით, მარნეულში გუშინ აღებული ოთხი ანალიზიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა.
როგორც ზაურ დარგალმა აღნიშნა, ადამიანი, რომელსაც გუშინ მარადისში დაუდასტურა კორონავირუსი, მკაცრ თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და არავისთან ჰქონდა კონტაქტი.
„ის ფაქტი, რომ დღეს არც ერთს არ დაუდასტურდა ვირუსი, ძალიან გვახარებს. დიდი ხანია უკვე, მეთერთმეტე დღეა, რაც მარნეულში ახალი კონტაქტები არ დაფიქსირებულა“, – განაცხადა დარგალმა.
მისივე თქმით, მარნეულში აქტიურად გრძელდება სოციალური დახმარების პროექტები.
„ჩვენი მხრიდან უკვე 8 000-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო საკვები პროდუქტები. ამასთან ერთად, იცით, რომ საბავშვო ბაღების 2 145 ბავშვის ოჯახებმა მიიღეს 60 დღის კვება. ამ მიმართულებებითაც ძალიან აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას“, – განაცხადა დარგალმა.