მარნეულში გამოკვლეულ შვიდ პირს, მათ შორის კლინიკის ოთხ თანამშრომელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

11:12, 02.05.2020

მარნეულის „ჯეოჰოსპიტალსიდან“ გაგზავნილი შვიდი ტესტის პასუხი „კოვიდ19“-ზე უარყოფითია. შვიდი ნიმუშიდან ოთხი თავად კლინიკის თანამშრომლის იყო. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკაში განუცხადეს.

პარალელურად, მარნეულში ელოდებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელთა ტესტის პასუხებს. მარნეულის მუნიციპალიტეტში „კოვიდ-19“ გუშინ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მენეჯერს დაუდასტურდა.

მსგავსი