მარნეულში ერთ-ერთი დამკვირვებელი აცხადებს, რომ ფიზიკურად გაუსწორდნენ
მარნეულში ერთ-ერთი დამკვირვებელი აცხადებს, რომ ფიზიკურად გაუსწორდნენ

მარნეულის 31-ე საარჩევნო უბანზე ინციდენტი მოხდა. „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი, სააგენტო „ნიუს სფეისის“ დამკვირვებელი ტახირ ალიევი აცხადებს, რომ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ტახირ ალიევი ამბობს, რომ უბანზე არსებულ დარღვევებზე „საზოგადოებრივი გაერთიანება ჯერ საქართველოს“ წარმომადგენელ მაზახირ გოიურუბოვს მიუთითა, რის გამოც, ალიევის თქმით, გოიურუბოვი მას ფიზიკურად გაუსწორდა.

თავად მაზახირ გოიურუბოვი ცემის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.

ინციდენტის პროვოცირებაში ადანაშაულებენ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელს სხვა პარტიის დამკვირვებლები.

ტახირ ალიევი სამართალდამცავებმა გამოკითხვის მიზნით პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

ამ დროისთვის არჩევნები 31-ე უბანზე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.