მარნეულში დევნილ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები გადაეცათ
მარნეულში დევნილ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები გადაეცათ

მარნეულში, ახალაშენებულ კორპუსში დევნილ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები გადაეცათ, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ, კიდევ ექვსი დევნილი ოჯახი ახალ წელს საკუთარ ბინაში შეხვდება.

მარნეულში, 26 მაისის ქუჩაზე არსებული ბინები სახელმწიფომ დევნილი ოჯახებისთვის, მენაშენეების პროგრამის ფარგლებში, კონკურსის წესით შეისყიდა.

იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინების გასაღები გადასცეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი წოწკოლაურმა, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა, ბესარიონ სიმონიშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა ზაურ დარგალმა.

2019 წელს, სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, საცხოვრებელი ფართი 2097-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო.

ეს პროცესი 2020 წელს კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება. მომდევნო წელს, ახალი საცხოვრებელი 2500-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცეს.

დატოვე კომენტარი