მარნეულში დედამ შვილი დაჭრა
მარნეულში დედამ შვილი დაჭრა

მარნეულში დედამ შვილი ცივი იარაღით დაჭრა. ახალგაზრდა ქალს ჭრილობები ყელისა და გულმკერდის არეში აქვს მიყენებული. მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. 30 წლის ქალის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

რაც შეეხება დედას, ის პოლიციამ უკვე დააკავა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

გამოძიება ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს.

ჯერ უცნობია, რა გახდა დედა-შვილის დაპირისპირების მიზეზი.