მარნეულში აცხადებენ, რომ დაწესებული შეზღუდვების შესრულება მკაცრად გაკონტროლდება
მარნეულში აცხადებენ, რომ დაწესებული შეზღუდვების შესრულება მკაცრად გაკონტროლდება

მარნეულში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა. 12:00 საათის შემდეგ ქალაქში მსუბუქი ავტომობილით აღარავინ გადაადგილდება.

საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში მხოლოდ საპატრულო პოლიცია, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და სატვირთო ავტომობილები გადაადგილდებიან.

როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, შეზღუდვების შესრულება მკაცრად გაკონტროლდება და ის პირები, რომელებიც შეზღუდვებს დაარღვევენ, დაჯარიმდებიან.