მარნეულში 55 წლის მამაკაცი ე.წ. ღორის გრიპით გარდაიცვალა

14:35, 05.02.2019

მარნეულში 55 წლის მამაკაცი ე.წ. ღორის გრიპით გარდაიცვალა. ის უმძიმეს მდგომარეობაში მარნეულის  „ავერსის“ კლინიკაში 16 იანვარს შეიყვანეს.

გამოკვლევების შედეგად მამაკაცს ე.წ. ღორის გრიპი დაუდგინდა.ის დღემდე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ეს  საქართველოში ე.წ. ღორის გრიპით გარდაცვალების უკვე 21-ე დადასტურებული შემთხვევა.

მსგავსი