მარნეულში 22 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა
მარნეულში 22 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა

მარნეულში, ახალაშენებულ კორპუსში, 22 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა.

საცხოვრებელი ფართების განაწილების პროცედურას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი დაესწრნენ.

სამინისტროს ინფორმაციით, 22 ბინიდან ოთხი ერთოთახიანია, 10 ოროთახიანი, რვა კი, სამოთახიანი.
ამ ეტაპზე, ბინები იმ დევნილმა ოჯახებმა მიიღეს, რომლებიც სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ შენობაში ცხოვრობენ.

სამინისტრომ ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართები მენაშენეების პროექტის ფარგლებში შეისყიდა.

უწყების ცნობით, 2019 წლის გაზაფხულზე, მარნეულში ბინას, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, კიდევ 16 ოჯახი მიიღებს.

დატოვე კომენტარი