მარნეულსა და მიმდებარე სოფლებში დეზინფექცია ტარდება
მარნეულსა და მიმდებარე სოფლებში დეზინფექცია ტარდება

სოფლის მეურნეობის სამინსიტროს ორგანიზებით, სპეცტექნიკით ქალაქ მარნეულსა და მიმდებარე სოფლებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, თავდაპირველად დეზინფექცია მარნეულში იმ ქუჩაზე დაიწყეს, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი ცხოვრობს.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, დეზინფექცია ჩაუტარდება ქალაქში ყველა ქუჩას და მარნეულის რაიონის ყველა სოფელს.

ამასთან, სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაავადებათა კონტროლის ცენტრთან შეთანხმებით, დეზინფექციისთვის იყენებს იმ ხსნარს, რომელიც გამოიყენება ფაროსანას წინააღმდეგ, რაც ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის.