მარნეულისა და ბოლნისის 30 მკვიდრი საჩხერის საკარანტინო ზონას ხვალ დატოვებს

22:01, 05.04.2020

საჩხერის საკარანტინო ზონაში მყოფი მარნეულისა და ბოლნისის 30 მკვიდრი კარანტინს ხვალ დატოვებს.

დაკვირვების ორკვირიან პერიოდში არც ერთ მათგანთან ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ გამოვლენილა.

მარნეულისა და ბოლნისის მკვიდრი მოქალაქეები ჭიათურაში ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში იყვნენ დასაქმებული. მათი კარანტინში გადაყვანის გადაწყვეტილება უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მოხდა, რადგან აღნიშნული პირები მარნეულში ახალი კორონავირუსის დაფიქსირების დროს იმყოფებოდნენ და ჭიათურაში რამდენიმე დღის შემდეგ დაბრუნდნენ.

ამ დროისთვის იმერეთში არსებულ ხუთ საკარანტინო სივრცეში 400-მდე მოქალაქეა მოთავსებული, თვითიზოლაციაში კი 170 ადამიანი იმყოფება.

მსგავსი