მარნეულის სოფელ ქვემო სარალში აქცია გაიმართა
მარნეულის სოფელ ქვემო სარალში აქცია გაიმართა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სარალში ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ დიდი რაოდენობით კომბოსტო აქვთ გასაყიდი.

როგორც სოფლის მცხოვრებლებმა საქართველოს პირველ არხთან საუბარში განაცხადეს, ყოველდღე კერძო დისტრიბუტორებსა და ერთ-ერთ მსხვილ სადისტრიბუციო კომპანიას საკუთარ მოსავალს აბარებენ. თუმცა, მათი თქმით, ეს საკმარისი არ არის და მომდევნო რამდენიმე დღეში 60 ტონამდე კომბოსტო სურთ, გაყიდონ.

აქციაზე მივიდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც. მარნეულის მერის, ზაურ დარგალის განცხადებით, ხვალიდან სოფელ ქვემო სარალიდან უფრო მეტ კომბოსტოს გაიტანენ.

შეთანხმების მიღწევის შემდეგ, აქცია დასრულდა.