მარნეულის სოფელ მარეთში კორონავირუსის სამი შემთხვევა დადასტურდა
მარნეულის სოფელ მარეთში კორონავირუსის სამი შემთხვევა დადასტურდა

მარნეულის სოფელ მარეთში კორონავირუსის სამი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს მარნეულის მერიაში დაუდასტურეს. მარეთში ეს „კოვიდ-19“-ის პირველი შემთხვევაა.

მარეთში აჭარიდან სტიქიის დროს ჩამოსახლებულები ცხოვრობენ.

საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 19 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ახალი შემთხვევებიდან რვა ე.წ. საბურთალოს კლასტერიდანაა, ხოლო სამი სოფელ მარეთიდან.