მარნეულის სოფელ კიროვკაში შვიდი წლის ბიჭი არხში დაიხრჩო
მარნეულის სოფელ კიროვკაში შვიდი წლის ბიჭი არხში დაიხრჩო

მარნეულის სოფელ კიროვკაში შვიდი წლის ბიჭი არხში დაიხრჩო.

თვითმხილველთა განცხადებით, ბიჭი არხთან თამაშობდა. გაუჩინარების შემდეგ კი მისი ძებნა დაიწყეს და არხში დაღუპული იპოვეს.

პირველ არხს მომხდარის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.