მარნეულის სოფელ ახლოლალოში მკვლელობა მოხდა

10:20, 04.11.2020

მარნეულის სოფელ ახლოლალოში ახალგაზრდა ქალი და მისი 22 წლის ბიჭი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილებს სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვთ მიყენებული.

გარდაცვლილები ექსპერტიზაზე პროზექტურაში არიან გადასვენებული. როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ამ წუთებში გარდაცვლილთა სახლთან ნათესავები იკრიბებიან. მათ მკვლელობის მოტივზე საუბარი უჭირთ.

მსგავსი