მარნეულის საველე ჰოსპიტალთან მეხანძრე-მაშველების შეურაცხყოფისთვის ერთი პირი დააკავეს

21:14, 23.03.2020

ცოტა ხნის წინ მცირე დაპირისპირება მოხდა მარნეულში.

როგორც მარნეულიდან საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, საველე ჰოსპიტალთან ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეთა ჯგუფი მივიდა და მეხანძრე-მაშველებს შეურაცხყოფა მიაყენა.

ადგილზე იმყოფებოდა პოლიციაც. სამართალდამცველებმა რამდენიმე წუთში სიტუაცია განმუხტეს. პოლიციამ ერთი პირი დააკავა.

ამ დროისთვის მარნეულში სიმშვიდეა.

მსგავსი