მარნეულის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დააკავეს
მარნეულის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დააკავეს

მარნეულის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რაგიმ ასკეროვი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ დაუდასტურა.

გავრცელებული ინფორმაციით, ასკეროვი ქრთამის აღების ფაქტზეა დაკავებული. მის სახლში ამ წუთებში სამართალდამცავები იმყოფებიან და ჩხრეკა მიმდინარეობს.

ასკეროვი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია, ის საკრებულოში პარტიის სიით მოხვდა. მისი დაკავება მარნეულში საკრებულოს შენობასთან მოხდა.