მარნეულის საბავშვო ბაღებისთვის განკუთვნილი საკვები პროდუქტები აღსაზრდელთა ოჯახებს გადაეცემა
მარნეულის საბავშვო ბაღებისთვის განკუთვნილი საკვები პროდუქტები აღსაზრდელთა ოჯახებს გადაეცემა

მარნეულის საბავშვო ბაღებისთვის განკუთვნილი საკვები პროდუქტები ბაღების აღსაზრდელთა ოჯახებს გადაეცემა, – ამის შესახებ მარნეულის მერმა, ზაურ დარგალმა განაცხადა.

მისი თქმით, პროდუქტების გაცემა მომავალი კვირიდან დაიწყება და ამ პროცესს კოორდინაციას ბაგა-ბაღების გაერთიანება გაუწევს.

„ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, მარნეულში არსებული საბავშვო ბაღებისთვის განკუთვნილი 60 დღის საკვები პროდუქტების პაკეტებს ოჯახებს პირადად გადავცემთ. ასეთი გვყავს 2016 ბავშვი. აღნიშნული მიმართულებით გამოვყავით დაახლოებით 130 000 ლარი. პროდუქტების გაცემა მომავალი კვირიდან დაიწყება და ამ პროცესს ბაგა-ბაღების გაერთიანება უზრუნველყოფს. მიუხედავად სოციალური სტატუსისა, ყველა ბავშვის ოჯახი მიიღებს მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანების მხრიდან საკვები პროდუქტების პაკეტს“, – განაცხადა ზაურ დარგალმა.