მარნეულის რაიონის სოფელ ალგეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციაში გამოკითხვები მიმდინარეობს
მარნეულის რაიონის სოფელ ალგეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციაში გამოკითხვები მიმდინარეობს

მარნეულის რაიონის სოფელ ალგეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მარნეულის პოლიციაში გამოკითხვები მიმდინარეობს.

საქმე ეხება 23 წლის გოგონას მოტაცების ფაქტს.

როგორც გოგონას ბიძამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, გატაცების დროს გოგონას ბებია გარდაიცვალა.

მისივე თქმით, გამტაცებლების ავტომობილს თავად აედევნა და ფაქტის შესახებ პოლიციასაც შეატყობინა.

ამ წუთებში მარნეულის პოლიციაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. პოლიციაში გამოკითხვაზე რამდენიმე პირი იმყოფება, მათ შორის თავად 23 წლის გოგონა.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები, რომლებიც მარნეულის პოლიციასთან არიან შეკრებილნი, გამოძიებას მიმართავენ და დამნაშავის დაკავებას ითხოვენ.

ამასთან, როგორც 23 წლის გოგოს ადვოკატი აცხადებს, გოგონას ჩვენების მიხედვით, მასზე არავის უძალადია და თანაკურსელს ცოლად საკუთარი ნებით მიყვებოდა.

რაც შეეხება გოგოს ბებიის გარდაცვალების საკითხს, როგორც ადვოკატი აცხადებს, ჩვენებებით არ დასტურდება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ქალს ავტომობილი დაეჯახა.

მომხდართან დაკავშირებით შსს-ში კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.