მარნეულის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველ მოსახლეობას სასურსათო პროდუქტები ურიგდება
მარნეულის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველ მოსახლეობას სასურსათო პროდუქტები ურიგდება

მარნეულის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველ მოსახლეობას სასურსათო პროდუქტებს ურიგებენ.

მარნეულის მერის, ზაურ დარგალის ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლება ადგილობრივი ბიზნესის დახმარებით, დღეს კიდევ 1300 ოჯახს გადასცემს დახმარებას.

„ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება არის ოჯახების დახმარება. სოციალურად დაუცველ ოჯახებს სხვადასხვა მიმართულებით ვეხმარებით. დახმარება უკვე მიიღო 1300-ზე მეტმა ოჯახმა, დღეს დამატებით 1300 ოჯახს გადავცემთ და დღის ბოლოს უკვე მარნეულში 2600 ოჯახი მიიღებს დახმარებას ჩვენგან. სხვადასხვა სახის პროდუქცია არის. ვეხმარებით საბავშვო საკვებითაც, მედიკამენტებითაც. ეს პროცესი აქტიურად გაგრძელდება მარნეულში და მასში აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი ბიზნესი“, – განაცხადა ზაურ დარგალმა.

მისი თქმით, ამისთვის თანხები მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდანაც არის გამოყოფილი.

„ასევე მუნიციპალიტეტის მხრიდან, სარეზერვო ფონდიდან 100 000 ლარი გვაქვს გამოყოფილი ამ ყველაფრისთვის, რომ რთულ პერიოდში მარნეულში დავეხმაროთ ყველა ოჯახს, რომელსაც არ აქვს საშუალება, რათა პროდუქტების პრობლემა არ ჰქონდეთ“, – განაცხადა ზაურ დარგალმა.