მარნეულის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსახლეობისგან პროდუქტის შეძენა გრძელდება
მარნეულის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსახლეობისგან პროდუქტის შეძენა გრძელდება

მარნეულის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსახლეობისგან პროდუქტის შეძენა გრძელდება.

ერთ-ერთ მსხვილ სადისტრიბუციო კომპანიასთან ერთად ადგილობრივებისგან პროდუქტებს იბარებენ კერძო დისტრიბუტორებიც, რომლებიც მარნეულის მუნიციპალიტეტიდან სასოფლო სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციას მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებენ.

როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, მოსახლეობას პროდუქტის ძირითადი ნაწილი უკვე გაყიდული აქვს და პროცესი გრძელდება.

ამასთან, ადგილობრივმა მთავრობამ მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია, რომ ორშაბათიდან აგრარული ბაზრებიც გაიხსნება.