მარნეულის მუნიციპალიტეტში 49 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა

12:59, 10.04.2020

მარნეულის მუნიციპალიტეტში 49 წლის ქალს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი მარნეულიდან იუწყება, ტესტის პასუხები ლუგარის ლაბორატორიიდან კლინიკა „ჯეოჰოსპიტალსმა“ დღეს მიიღო.

პაციენტი თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ.

ექიმების ინფორმაციით, ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ამასთან, მარნეულის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა საეჭვო სიმპტომებით დღეს კიდევ ერთი პაციენტი შეიყვანა. მას ნიმუშებს სავარაუდოდ დღეს აუღებენ და ახალ კორონავირუსზე კვლევისთვის ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნიან.

მარნეულის კლინიკაში დღეს ორი პაციენტის ტესტის პასუხს ელოდნენ, ერთს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

მსგავსი