მარნეულის მუნიციპალიტეტმა შშმ პირთა ოჯახებს პროდუქტები გადასცა
მარნეულის მუნიციპალიტეტმა შშმ პირთა ოჯახებს პროდუქტები გადასცა

მარნეულის მუნიციპალიტეტმა შშმ პირების ოჯახებს პროდუქტების პაკეტები გადასცა.

პროდუქტებთან ერთად ოჯახებს ფქვილიც მიუტანეს. საუბარია 50 ბენეფიციარზე.

მერის მოადგილე თითოეულ ოჯახში მერიის ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მივიდა და მათ დახმარება გადასცა.

ამასთან, მან ადგილზე მოისმინა ბენეფიციართა პრობლემები და საჭიროებები.

როგორც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ლაშა ლობჯანიძემ განაცხადა, ეს არ არის ერთჯერადი აქცია და ის პერმანენტულად გაგრძელდება.