მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის შენობასთან მოქალაქეები იყვნენ შეკრებილი
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის შენობასთან მოქალაქეები იყვნენ შეკრებილი

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის შენობასთან მოქალაქეები იყვნენ Შეკრებილი.

მარნეულის მერიის ინფორმაციით, მოქალაქეებს ადგილობრივი ხელისუფლებისგან სასურსათო პროდუქტის უფასოდ მიღება სურდათ.

მერიის ინფორმაციით, თითოეული მოქალაქის აღრიცხვა მიმდინარეობს და საჭიროების შემთხვევაში ისინი სასურსათო პროდუქტებს ეტაპობრივად მიიღებენ. ხალხმრავლობა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის შენობასთან სწორედ აღრიცხვის პროცედურამ გამოიწვია. ამ დროისთვის მოქალაქეების აღრიცხვა დასრულდა და მერიასთან მოსახლეობა აღარ იმყოფება.