ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა

მარნეულის პედიატრიულ კლინიკაში „კოვიდ-19“ ახალგაზრდა ქალს დაუდასტურდა, რომელიც საავადმყოფოში ბავშვთან ერთად იმყოფება.

ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ბოლნისის მერმა, დავით შერაზადიშვილმა დაუდასტურა.

მისივე ინფორმაციით, ეპიდემიოლოგები ინფიცირებულის ახლო კონტაქტების შესწავლასა და წყაროს დადგენას ცდილობენ.

რაც შეეხება არასრულწლოვანს, დავით შერაზადიშვილის განცხადებით, პირველადი ტესტით მასთან ინფექცია არ დადასტურდა, თუმცა კორონავირუსის სიმპტომები აქვს და განმეორებითი ტესტი ჩაუტარდება.

დედა-შვილი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთიდან არიან.

ამ დროის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის  895 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან ორი ახალი შემთხვევა დღეს დადგინდა.

დატოვე კომენტარი