მარნეულის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკიდან გაგზავნილი ოთხივე ტესტის პასუხი უარყოფითია

10:58, 29.04.2020

მარნეულის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკიდან გაგზავნილი ოთხივე ტესტის პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკაში განუცხადეს.

ექიმების ინფორმაციით, ოთხივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ლუგარის ლაბორატორიაში მარნეულის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკიდან სულ ოთხი პაციენტის ნიმუში იყო გაგზავნილი. მარნეულში ჯამში 16 პირს აქვს დადასტურებული კორონავირუსი, აქედან შვიდი გამოჯანმრთელებულია.

მსგავსი