მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსში“ ხუთი პაციენტის ანალიზის პასუხები მიიღეს, კორონავირუსი არც ერთს დაუდასტურდა
მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსში“ ხუთი პაციენტის ანალიზის პასუხები მიიღეს, კორონავირუსი არც ერთს დაუდასტურდა

მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკიდან გაგზავნილი ხუთივე ტესტის პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტს კლინიკის წარმომადგენლებმა განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, „ჯეო ჰოსპიტალსში“ საეჭვო სიმპტომებით ხუთი პაციენტი იმყოფებოდა. მათ ნიმუშები გუშინ საღამოს აუღეს და ტესტები ლუგარის ლაბორატორიაში გააგზავნეს. აღნიშნული ხუთი პაციენტიდან ორი იმ ქალის ოჯახის წევრია, რომელსაც „კოვიდ 19“ ორი დღის წინ დაუდასტურდა.