მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ რვა პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ რვა პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკიდან გაგზავნილი რვავე ტესტის პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკაში განუცხადეს.

როგორც „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკურმა დირექტორმა, ტატა შენგელაიამ განაცხადა, საეჭვო სიმპტომების მქონე რვა პაციენტს ბიოლოგიური მასალა გუშინ აუღეს. ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაში იყო გაგზავნილი.

„ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკის ექიმების განცხადებით, რვავე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ ბინაზე გაეწერებიან.

მარნეულის მუნიციპალიტეტი 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო ზონად არის გამოცხადებული. მუნიციპალიტეტის გახსნა 18 მაისს იგეგმება.