მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი თექვსმეტივე ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია

10:49, 08.05.2020

მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკიდან გაგზავნილი თექვსმეტივე ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია.

როგორც საქართველოს პირველ არხს კლინიკაში განუცხადეს, 16-დან სამი პაციენტი იყო, 13 კი კლინიკის თანამშრომელი. არც ერთ მათგანს „კოვიდ 19“ არ დაუდასტურდა.

ამ დროისთვის მარნეულის მუნიციპალიტეტში ლუგარის ლაბორატორიიდან 370-მდე ტესტის პასუხს ელოდებიან. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც საჯარო სივრცეებში მუშაობენ.

მსგავსი