მარნეულის 30 მცხოვრები, რომლებიც საჩხერესა და ჭიათურაში საგზაო სამუშაოებზე იყვნენ დასაქმებული, კარანტინში მოათავსეს
მარნეულის 30 მცხოვრები, რომლებიც საჩხერესა და ჭიათურაში საგზაო სამუშაოებზე იყვნენ დასაქმებული, კარანტინში მოათავსეს

საჩხერეში, სასტუმროს საკარანტინე ზონაში მარნეულის 30 მკვიდრი შეიყვანეს. ისინი საჩხერესა და ჭიათურაში საგზაო სამუშაოებზე მუშაობენ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, ისინი რამდენიმე დღის ჩასული არიან საჩხერესა და ჭიათურაში. ამიტომ, უსაფრთხოების მიზნით, კარანტინში გადაიყვანეს.

მათგან რამდენიმეს ტემპერატურა დაუდასტურდა, თუმცა ჯერ კლინიკაში გადაყვანა არ გახდა აუცილებელი. გიორგიძის ინფორმაციით, აღნიშნულ პირებს დაინფიცირებულ მარნეულელ ქალთან კონტაქტი არ ჰქონიათ.