მარნეულიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოყვანილი 62 წლის პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია

14:20, 23.03.2020

მარნეულიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოყვანილი 62 წლის პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.

კლინიკის დირექტორ ლევან რატიანის ინფორმაციით, ორმხრივი პნევმონიისა და გულის უკმარისობის გარდა, პაციენტს აქვს შაქრიანი დიაბეტი. ასევე, მან სამედიცინო დაწესებულებას დაგვიანებითაც მიმართა.

„ამ ეტაპზე ჩატარებული მკურნალობის შედეგად, ზოგადი მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია, რადგან შენარჩუნებულია სასიცოცხლო პარამეტრები. ზოგადი მდგომარეობა არის კრიტიკული“, – აღნიშნა სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა.

მსგავსი